Saturday, November 15, 2008

გილოცავთ პროფესიულ ზრდას

საქართველოში 2008 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში განხორციელდება ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების გადამზადება საერთაშორისო ისტ სასწავლო პროექტების მართვის საკითხებში სპეციალურად შემუშავებული ტრენინგ-კურსის მიხედვით, რომელიც დაფუძნებულია საქართველოსა და საერთაშორისო დონეზე აპრობირებულ სასწავლო პროგრამებსა და ინსტრუმენტებზე: iEARN, I-Search, Web2.0…

პირველ ეტაპზე დაახლოებით 240 ისტ მენეჯერი და 480 პედაგოგი გადამზადდება.

თითოეულ ჯგუფში მაქსიმუმ 12 მონაწილე იქნება: ერთი ისტ მენეჯერი და რომელიმე საგნის ორი მასწავლებელი.

კურსი სამი შაბათ-კვირა გაგრძელდება.

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ:
საგანმანათლებლო ისტ პროექტების სტრუქტურა iEARN პროექტების მაგალითზე. ინტერნეტ-ფორუმებისა და ბლოგების ფორმატი.
საგანამანათლებლო ტექნიკა ”მე-ვიკვლევ” ბლოგების (web 2.0) გამოყენებისთვის
ისინი შეძლებენ:
გაუზიარონ გამოცდილება და დაეხმარონ კოლეგებს სხვადასხვა საგნის პედაგოგებს მარტივი ისტ პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ფორუმებისა და ბლოგების მეშვეობით.

წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ კურსის დამთავრების სერტიფიკატი;

მოხდება განსაკუთრებით წარმატებული ისტ მენეჯერების დაჯილდოება ToT (ტრენინგი ტრენერებისთვის) კურსზე კვალიფიცირებულ საკონსულტაციო ორგანიზაციაში უფასოდ დასწრების ნებართვის მოწმობებით.

ტრენინგები მიჰყავთ ტრენერებს ხათუნა ქუმელაშვილს და მაკა ღლონტს.

ტრენინგი განხორციელდა სამ ეტაპად:

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

4 comments:

რუსო said...

treningi tardtba sainteresod, ristvisac didi madloba trenerebs

Khatuna Kumelashvili said...

მოგესალმებით ყველას, ვინც მონაწილეობს ისტ მენეჯერებისა და პედაგოგების გადამზადების პროექტში. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს და წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში...

ნინო ჯინჭარაძე said...

ხათუნა, ძალიან კარგი ბლოგი გაგიკეთებიათ. საინტერესო, პრაქტიკული და ადვილად მოხმარებადია.გმადლობთ.

nice said...

http://studianice.site90.net
gvewviet.Seukvetet saurveli veb gverdi zalian iafad.gvewviet da ar inanebt