Saturday, November 15, 2008

გილოცავთ პროფესიულ ზრდას

საქართველოში 2008 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში განხორციელდება ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების გადამზადება საერთაშორისო ისტ სასწავლო პროექტების მართვის საკითხებში სპეციალურად შემუშავებული ტრენინგ-კურსის მიხედვით, რომელიც დაფუძნებულია საქართველოსა და საერთაშორისო დონეზე აპრობირებულ სასწავლო პროგრამებსა და ინსტრუმენტებზე: iEARN, I-Search, Web2.0…

პირველ ეტაპზე დაახლოებით 240 ისტ მენეჯერი და 480 პედაგოგი გადამზადდება.

თითოეულ ჯგუფში მაქსიმუმ 12 მონაწილე იქნება: ერთი ისტ მენეჯერი და რომელიმე საგნის ორი მასწავლებელი.

კურსი სამი შაბათ-კვირა გაგრძელდება.

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ:
საგანმანათლებლო ისტ პროექტების სტრუქტურა iEARN პროექტების მაგალითზე. ინტერნეტ-ფორუმებისა და ბლოგების ფორმატი.
საგანამანათლებლო ტექნიკა ”მე-ვიკვლევ” ბლოგების (web 2.0) გამოყენებისთვის
ისინი შეძლებენ:
გაუზიარონ გამოცდილება და დაეხმარონ კოლეგებს სხვადასხვა საგნის პედაგოგებს მარტივი ისტ პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ფორუმებისა და ბლოგების მეშვეობით.

წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ კურსის დამთავრების სერტიფიკატი;

მოხდება განსაკუთრებით წარმატებული ისტ მენეჯერების დაჯილდოება ToT (ტრენინგი ტრენერებისთვის) კურსზე კვალიფიცირებულ საკონსულტაციო ორგანიზაციაში უფასოდ დასწრების ნებართვის მოწმობებით.

ტრენინგები მიჰყავთ ტრენერებს ხათუნა ქუმელაშვილს და მაკა ღლონტს.

ტრენინგი განხორციელდა სამ ეტაპად:

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი